პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკა (შემდგომში —კონფიდენციალურობის პოლიტიკა) მოქმედებს ინფორმაციაზე სრულად, რომელსაც ვებ-საიტი eurosteel.ge, (შემდგომში — ევროსტილი) დომენური სახელწოდებით eurosteel.ge (და ასევე მისი ქვედომენები), მოიპოვებს მომხმარებლის შესახებ მომხმარებლის მიერ eurosteel.ge (და ასევე მისი ქვედომენებით) ვებ-გვერდით, პროგრამით და/ან პროდუქტებით სარგებლობისას.
1. ტერმინების განმარტება
1.1 კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოიყენება შემდეგი ტერმინები:
1.1.1. „საიტის ადმინისტრირება“ (შემდგომში — ადმინისტრაცია) — უფლებამოსილი პირები, რომლებიც მოქმედებენ შპს „ევროსტილი“-ს სახელით და მართავენ ვებ-საიტს eurosteel.ge, ორგანიზებას უწევენ და/ან ახორციელებენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, და ასევე საზღვრავენ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებს, პერსონალური მონაცემების შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც ექვემდებარებიან დამუშავებას, მოქმედებებს (ოპერაციებს), რომლებიც ხორციელდება პერსონალური მონაცემებთან მიმართებაში.
1.1.2. „პერსონალური მონაცემები“ — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება კონკრეტულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (პერსონალური მონაცემების სუბიექტს).
1.1.3. „პერსონალური მონაცემების დამუშავება“ – ნებისმიერი მოქმედება (ოპერაცია) ან მოქმედებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, რომელიც ავტომატურად ან არაავტომატურად სრულდება პერსონალური მონაცემების მიმართებაში, მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, დაგროვება, შენახვა, დაზუსტება (განახლება, შეცვლა), ამოღება, გამოყენება, გადაცემა (გავრცელება, მიწოდება, წვდომა), დეპერსონალიზაცია, ბლოკირება, გაუქმება (წაშლა), პერსონალური მონაცემების განადგურება.
1.1.4. ”პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა” — სავალდებულო მოთხოვნა ოპერატორის ან სხვა პირების მიმართ, რომლებმაც მიიღეს წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, შეასრულონ მოთხოვნა არ დაუშვან პერსონალური მონაცემების გავრცელება სუბიექტის თანხმობის ან რაიმე სხვა სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე.
1.1.5. ა) „Eueosteel.ge ვებ-საიტი“ — ურთიერთდაკავშირებული ვებ-გვერდების ერთობლიობა, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში, გააჩნია უნიკალური მისამართი (URL): eurosteel.ge, და მისი ქვედომენები.
1.1.6. “ქვედომენები” არის ვებ-გვერდები ან ვებ-გვერდების ერთობლიობა, რომლებიც მდებარეობენ eurosteel.ge-ს კუთვნილ მესამე დონის დომენებზე, აგრეთვე სხვა დროებითი ვებ-გვერდები, რომელთა ქვემოთ მოცემულია ადმინისტრაციის საკონტაქტო ინფორმაცია.
1.1.5. ბ) “Eurosteel.ge ვებ-საიტის მომხმარებელი” (შემდგომში მომხმარებელი) — პირი, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით აქვს წმდომა eurosteel.ge ვებ-საიტთან და იყენებს eurosteel.ge ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციას, მასალებსა და პროდუქტებს.
1.1.7. ”Cookies” — ვებ სერვერის მიერ გაგზავნილი და მომხმარებლის კომპიუტერში შენახული მონაცემების მცირე ნაწილი, რომელსაც ვებ-კლიენტი ან ვებ-ბრაუზერი ყოველ ჯერზე უგზავნის ვებ-სერვერს HTTP-მოთხოვნით შესაბამისი საიტის გვერდის გახსნისას.
1.1.8. “IP მისამართი” – უნიკალური ქსელური მისამართი კვანძის კომპიუტერულ ქსელში, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი იძენს წვდომას ვებ-გვერდზე eurosteel.ge.
1.1.9. “საქონელი” – პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი უკვეთავს საიტზე და იხდის გადახდის სისტემების საშუალებით.
2. ზოგადი დებულებები
2.1. მომხმარებლის მიერ eurosteel.ge ვებგვერდის გამოყენება გულისხმობს, რომ მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებს.
2.2. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება კონფიდენციალურობის პოლიტიკას სრულად ან ნაწილობრივ, მან უნდა შეწყვიტოს eurosteel.ge ვებ-საიტის გამოყენება.
2.3. კონფიდენციალურობის ეს პოლიტიკა ვრცელდება საიტზე eurosteel.ge-ზე. შპს ევროსტილი არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების საიტებზე, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია გადასვლა ვებ-საიტ eurosteel.ge-ზე განთავსებული ბმულების მეშვეობით.
2.4. ადმინისტრაცია არ ახდენს მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.
3. კონფიდენციალურობის პოლიტიკის საგანი
3.1. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ადგენს ადმინისტრაციის ვალდებულებებს, რომ არ გაამჟღავნოს და უზრუნველყოს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის რეჟიმი, რომელსაც მომხმარებელი წარადგენს ადმინისტრაციის მოთხოვნით eurosteel.ge ვებ-საიტზე დარეგისტრირებისას, ელ.ფოსტაზე ინფორმაციული დაგზავნის გამოწერისას ან შეკვეთის გაფორმებისას.
3.2. პერსონალურ მონაცემებს, ნებადართულს დამუშავებისთვის წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში, მომხმარებელი წარადგენს ვებ-საიტზე eurosteel.ge-ზე განთავსებული ფორმების შევსების გზით და მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
3.2.1. სახელი და გვარი;
3.2.2. მომხმარებლის ტელეფონის ნომერი;
3.2.3. ელ.ფოსტის მისამართი (e-mail)
3.2.4. მომხმარებლის საცხოვრებელი მისამართი (საჭიროების შემთხვევაში)
3.2.5. საქონლის მიწოდების მისამართი (საჭიროების შემთხვევაში)
3.2.6. ფოტო (საჭიროების შემთხვევაში).
3.3. შპს ევროსტილი იცავს მონაცემებს, რომლებიც ავტომატურად გადაეცემა გვერდების მონახულებისას:
– IP მისამართი;
– ინფორმაცია cookies-დან;
– ინფორმაცია ბრაუზერის შესახებ
– წვდომის დრო;
– რეფერერი (წინა გვერდის მისამართი).
3.3.1. Cookies-ის გამორთვამ შეიძლება გამოიწვიოს საიტის ნაწილებზე წვდომის შეზღუდვა, რომლებიც მოითხოვენ ავტორიზაციას.
3.3.2. შპს ევროსტილი აგროვებს სტატისტიკას მისი ვიზიტორების IP მისამართების შესახებ. ეს ინფორმაცია გამოიყენება ტექნიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და მოსაგვარებლად.
3.4. ნებისმიერი სხვა პირადი ინფორმაცია, რომელიც არ არის მითითებული ზემოთ (ვიზიტის ისტორია, გამოყენებული ბრაუზერები, ოპერაციები და ა.შ.) ექვემდებარება საიმედო შენახვას და არგაცემას, იმ შემთხვევების გარდა, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 5.2 და 5.3 პუნქტებში.
4. მომხმარებლის პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზანი
4.1. ადმინისტრაციას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პირადი მონაცემები, შემდეგი მიზნებისთვის:
4.1.1. Eurosteel.ge- ზე დარეგისტრირებული მომხმარებლის იდენტიფიცირება შემდგომი ავტორიზაციისთვის, შეკვეთის განთავსებისა და სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის.
4.1.2. მომხმარებლისთვის eurosteel.ge ვებ-საიტის პერსონალიზებულ მონაცემებზე წვდომის მისაცემად.
4.1.3. მომხმარებელთან უკუკავშირის დამყარება, მათ შორის შეტყობინებების და მოთხოვნების გაგზავნა eurosteel.ge ვებ-საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა, მოთხოვნების და განცხადებების დამუშავება.
4.1.4. მომხმარებლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.
4.1.5. მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების სისწორისა და სისრულის დადასტურება.
4.1.6. ანგარიშის შექმნა Eurosteel.ge ვებსაიტის ნაწილების გამოსაყენებლად, თუ მომხმარებელი დათანხმდა ანგარიშის შექმნაზე.
4.1.7. მომხმარებლისთვის ინფორმაციის ელ.ფოსტით გაცნობა.
4.1.8. მომხმარებლისთვის ეფექტური ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა eurosteel.ge-ს გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში.
4.1.9. მომხმარებლისთვის მისი თანხმობით სპეციალური შეთავაზებების, ფასების, სიახლეების და სხვა დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება eurosteel.ge ვებ-გვერდის სახელით.
4.1.10. მომხმარებლის თანხმობით სარეკლამო მოქმედებების განხორციელება.
5. პირადი ინფორმაციის დამუშავების მეთოდები და პირობები
5.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება დროის შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი კანონიერი გზით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა ინფორმაციულ სისტემებში ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან ამგვარი საშუალებების გამოყენების გარეშე.
5.2. მომხმარებელი ეთანხმება, რომ ადმინისტრაციას უფლება აქვს პერსონალური მონაცემები გადასცეს მესამე პირებს, კერძოდ საკურიერო სამსახურებს, საფოსტო კავშირის ორგანიზაციებს (მატ შორის ელექტრონული), ელექტროკავშირის ოპერატორებს, მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის შეკვეთის შესრულების მიზნით, რომელიც გაფორმდა საიტზე eurosteel.ge, მათ შორის საქონლის, დოკუმენტაციის ან ელექტრონული შეტყობინებების მიწოდება.
5.3. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ ორგანოებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით.
5.4. პირადი მონაცემების დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევაში, ადმინისტრაციას უფლება აქვს, არ აცნობოს მომხმარებელს პირადი მონაცემების დაკარგვის ან გამჟღავნების შესახებ.
5.5. ადმინისტრაცია იღებს აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვისთვის, უნებართვო ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, დაბლოკვისგან, კოპირებისაგან, გავრცელებისგან, აგრეთვე მესამე პირების სხვა უკანონო ქმედებებისგან დასაცავად.
5.6. ადმინისტრაცია მომხმარებელთან ერთად იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან აიცილოს ზარალი ან სხვა ნეგატიური შედეგები, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის პირადი მონაცემების დაკარგვით ან გამჟღავნებით.
6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1. მომხმარებელს უფლება აქვს:
6.1.1. მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება საკუთარი პერსონალური მონაცემების მოწოდებაზე, რომელიც საჭიროა eurosteel.ge ვებ-საიტის გამოყენებისთვის და დათანხმდეს მათ დამუშავებაზე.
6.1.2. განაახლოს, შეავსოს მოწოდებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების ცვლილების შემთხვევაში.
6.1.3. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ადმინისტრაციისგან მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, თუ ასეთი უფლება შეზღუდული არ არის საქართველოს კანონმდებლობით. მომხმარებელს უფლება აქვს ადმინისტრაციისგან მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაზუსტება, დაბლოკვა ან განადგურება, თუ პერსონალური მონაცემები არის არასრული, მოძველებული, არაზუსტი, უკანონოდ მოპოვებული ან არ არის აუცილებელი დამუშავების განცხადებული მიზნისთვის, აგრეთვე მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები საკუთარი უფლებების დასაცავად.
6.2. ადმინისტრაცია ვალდებულია:
6.2.1. გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-4 პუნქტში მითითებული მიზნებისათვის.
6.2.2. უზრუნველყოს კონფიდენციალური ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა, არ გაამჟღავნოს მომხმარებლის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, ასევე არ გაყიდოს, არ გაცვალოს, არ გამოაქვეყნოს ან სხვა შესაძლო გზებით არ გაამჟღავნოს მომხმარებლის მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემები, გარდა ქვეპუნქტებისა 5.2 და 5.3 წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად.
6.2.3. მიიღოს სიფრთხილის ზომები მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვისთვის, იმ წესების შესაბამისად, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამ ტიპის ინფორმაციის დაცვისთვის არსებულ საქმიანობაში.
6.2.4. მოახდინოს პერსონალური მონაცემების ბლოკირება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მომხმარებელთან, მომხმარებლის, მისი კანონიერი წარმომადგენელის ან სუბიექტების პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის ან მომართვის მომენტიდან შემოწმების პერიოდის განმვალობაში, არასწორი პერსონალური მონაცემების ან უკანონო ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში.
7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1. ადმინისტრაცია, რომელმაც არ შეასრულა თავისი მოვალეობები, პასუხისმგებელია მომხმარებლის მიერ მიღებულ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 5.2., 5.3. და 7.2. ქვეპუნქტებში მოცემული შემთხვევებისა.
7.2. კონფიდენციალური ინფორმაციის დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევაში, ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი, თუ ეს კონფიდენციალური ინფორმაცია:
7.2.1. გასაჯაროვდა მის დაკარგვამდე ან გამჟღავდებამდე.
7.2.2. იყო მიღებული მესამე მხარისგან, რესურსის ადმინისტრაციის მიერ მიღების მომენტამდე.
7.2.3. იყო გამჟღავნებული მომხმარებლის თანხმობით.
7.3. მომხმარებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისთვის, მათ შორის კანონმდებლობის რეკლამის შესახებ, საავტორო უფლებების დაცვის და მასთან დაკავშირებული უფლებების, სავაჭრო და მომსახურების ნიშნების დაცვის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილით, და მოიცავს სრულ პასუხისმგებლობას მასალის შინაარსზე და ფორმაზე.
7.4. მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ პასუხისმგებლობა ნებისმიერ ინფორმაციაზე (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ: მონაცემთა ფაილებით, ტექსტებით და ა.შ.), რომელზეც მას შეიძლება ჰქონდეს წვდომა როგორც eurosteel.ge ვებ-საიტის ნაწილთან, ეკისრება იმ პირს, ვინც მიაწოდა ასეთი ინფორმაცია.
7.5. მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება როგორც eurosteel.ge ვებ-საიტის ნაწილი, შეიძლება იყოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, რომელზეც უფლებები დაცულია და ეკუთვნის სხვა მომხმარებლებს, პარტნიორებს ან რეკლამის განმათავსებლებს, რომლებიც ათავსებენ მსგავს ინფორმაციას ვებ-საიტზე eurosteel.ge. მომხმარებელს არ აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები, გადასცეს იჯარით, გაასესხოს, გაყიდოს, გაავრცელოს ან შექმნას იდენტური პროდუქტი წინამდებარე ინფორმაციის (შინაარსის) ბაზაზე (მთლიანად ან ნაწილობრივ), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი ქმედებები წერილობით პირდაპირ ნებადართულია მფლობელების მიერ მსგავსი ინფორმაციის (შინაარსის) გამოყენებაზე ცალკეული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე.
7.6. ტექსტურ მასალებთან დაკავშირებით (სტატიები, პუბლიკაციები, რომლებიც თავისუფლად ხელმისაწვდომია eurosteel.ge ვებ-საიტზე), მათი გავრცელება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მოცემულია შპს ევროსტილი-ს ვებ-გვერდის ბმული.
7.7. ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის წინაშე, მომხმარებლის მიერ მიღებულ ნებისმიერ დანაკარგზე ან ზარალზე, რომელიც მიიღო მომხმარებელმა რაიმე სახის ინფორმაციის ან სხვა კომუნიკაციური მონაცემების წაშლის, შეფერხების ან შენახვის შეუძლებლობის გამო, რომელიც განთავსებულია საიტზე eurosteel.ge ან გადაეცემა მისი მეშვეობით.
7.8. ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზარალისთვის, რომელიც გამოწვეულია საიტის ან მისი ცალკეული სერვისების გამოყენების ან ხელმიუწვდომლობის გამო; მომხმარებლის კომუნიკაციებზე არასანქცირებულ წვდომაზე; ნებისმიერი მესამე პირის განცხადებებზე ან ქცევაზე საიტზე.
7.9. ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ საიტზე eurosteel.ge განთავსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ინფორმაციით, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით, საავტორო უფლებების მფლობელის პირდაპირი თანხმობის გარეშე.
8. დავის გადაჭრა
8.1. სასამართლოში დავის საგანთან დაკავშირებით სარჩელით მიმართვამდე, რომელიც წარმოიშვა მომხმარებლისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის შედეგად სავალდებულოა პრეტენზიის წარდგენა (წინადადება წერილობითი ან ელექტრონული სახით დავის ნებაყოფლობით მოგვარების მიზნით).
8.2. პრეტენზიის მიმღები მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით ან ელექტრონულად აცნობებს პრეტენზიის წარმდგენს პრეტენზიის განხილვის შედეგების შესახებ.
8.3. თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, დავა გადაეცემა სასამართლოს.
8.4. საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობა ვრცელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და მომხმარებელსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობებზე.
9. დამატებითი პირობები
9.1. ადმინისტრაციას უფლება აქვს, ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
9.2. ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც იგი განთავსდება eurosteel.ge-ზე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი ვერსიით.
9.3. ნებისმიერი შემოთავაზება ან შეკითხვა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით უნდა ეცნობოს მისამართზე: eurosteelgeo1@gmail.com